|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სათაფლიის ინფრასტრუქტურა ნადგურდება" [VIDEO]

სათაფლიის ნაკრძალის პანორამული გადასახედი დაკეტილია. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ავრცელებს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს დალუქული შესასვლელი. ამასთან მნიშვნელოვნად არის დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

"ევროპა ჩვენი სახლია" წარმოგიდენთ კადრებს სათაფლიის დაცული ტერიტორიიდან, რითაც დასტურდება არა მხოლოდ ის, რომ გადასახედი ამ დრომდე დაკეტილია, არამედ არსებული ინფრასტრუქტურის სავალალო მდგომარეობა, სათაფლიის ინფრასტრუქტურა ნადგურდება"–აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ობიექტის დაკეტვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ორი კვირის წინ გაავრცელეს. რასაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს პასუხი მოჰყვა. სააგენტოს ინფორმაციით, თითქოს მინის პანორამული გადასახედი დროებით ქარის გამო იყო დაკეტილი და სხვა დროს ჩვეულებრივ განაგრძობდა ფუნქციონირებას.

სათაფლის ნაკრძალში რეაბილიტაცია 2010 წელს ჩატარდა. რომლის ფარგლებშიც მღვიმის ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, საგამოფენო დარბაზები და 10-მდე სხვა ტურისტული ობიექტი მოეწყო.

ავტორი: ნიუპრესი