|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საუბარი იმაზე, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულდა, ან დასასრულს უახლოვდება, ჯერჯერობით ადრეა"

 საუბარი იმაზე, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულდა, ან დასასრულს უახლოვდება, ჯერჯერობით ადრეა - ამის შესახებ  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  ქვეყანაში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ მაღალია.

„საუბარი იმაზე, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემია დასრულდა, ან დასასრულს უახლოვდება, ჯერჯერობით ადრეა, მანამ სანამ ჩვენ ასეთი რაოდენობის ინფიცირებული გვყავს და გარდაცვალებულთ რაოდენობაც ასევე სტაბილურად არ მცირდება.

უნდა ვთქვათ, რომ ჯერ პანდემიის დასრულებამდე შორს არის, მით უმეტეს, არ შეიძლება პანდემიის დასრულებაზე საუბარი, მანამ ვიდრე დარწმუნებულები არ ვიქნებით იმაში, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენის ალბათობა არ არსებობს. ჯერჯერობით ჯანმო ამ ფაქტს არ აფიქსირებს და უფრო მეტიც, ბოლო 2 დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 3 ახალი ვარიანტი გამოჩნდა.

"ომიკრონმა" თავისი მუტაციის მაქსიმუმი ჯერჯერობით არ ამოწურა. ჯერჯერობით კორონავირუსის შემდგომი მუტაციის რისკები არსებობს, ამიტომ, მანამ სანამ ასეთი რისკებია, სანამ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ისეთივე სტაბილური მდგომარეობა არ იქნება, როგორც საქართველოში, გლობალურად პანდემიის დასასრულზე საუბარი, რა თქმა უნდა, ადრეა,“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ზაფხულში, შესაძლოა, საქართველოში ინფიცირების შემთხვევები გაიზარდოს, თუმცა ეს იმდენად მკვეთრი მატება არ იქნება, რომ კორონავირუსის ახალი ტალღის სახე მიიღოს.

 

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა