|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„საუკეთესო რაგბისტები ქუთაისიდან იყვნენ“

ქუთაისში სარაგბო სტადიონის მშენებლობა იწყება. დღეს პარლამენტის მიმდებარედ, სადაც სტადიონის მშენებლობა იგეგმება, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა სპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ტარიელ ხეშიკაშვილის განცხადებით, ახალგაზრდების ხელშეწყობა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ აქცენტი ჯანსაღი ცხოვრების წესზე კეთდება. მისივე განცხადებით, ქუთაისი სპორტის მხრივ ყოველთვის გამორჩეული იყო და საუკეთესო რაგბისტები ქუთაისიდან იყვნენ.

„ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ახლაგაზრდებს, მივცეთ მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი ნიჭი. ქუთაისი ყოველთვის გამორჩეული იყო სპორტის მხრივ და საუკეთესო რაგბისტები ქუთაისიდან იყვნენ“,-განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

ქუთაისში სტადიონების მშენებლობის მასშტაბურობაზე ისაუბრა ქალაქის მერმა. შოთა მურღულიას განცხადებით, მსავსი მასშტაბის ღონისძიება ქუთაისში არ ყოფილა.

ღონისძიებაში წარმატებული სპორტსმენები, ასევე ქუთაისის სპორტული ააიპის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი