|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სავარაუდოდ, გაზის ბალონის აფეთქება სპა სალონში მოხდა"-"ლეოგრანდის" თანამშრომელი

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შესახებ „ნიუპრესს“ სასტუმროს თანამშრომელი გაესაუბრა.  დარო ცეცხლაძე  აღნიშნულ სასტუმროში მუშაობს.  როგორც აცხადებს, უბედური შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა.

“დაახლოებით 20:30 იყო, დარბაზში მეხანძრეები რომ შემოვიდნენ და გარეთ გამოგვიყვანეს. ჩემი ინფორმაციით, გაზის ბალონის აფეთქება სპა სალონში მოხდა. მაგ დროს ამ უბანში ბუნებრივი აირი გათიშული იყო და ჩემი აზრით, ეგ იყო მიზეზი. ხანძარი იმდენად არ ყოფილა, რამდენადაც იყო გაკვამლიანება. სიბნელე და კვამლი ხელს უშლიდა სამუშაო პროცესებს. პერსონალმაც ვერ გაიკვლია გზა. გაიგუდა და მოიწამლა ხალხი, დამწვარი არავინ ყოფილა. გარდაცვლილები სპა და სავარჯიშო დარბაზში მყოფი ახალგაზრდები არიან. რაც შეეხება სასტუმროს სახანძრო უსაფრთხოების ზომებს, მე როგორც ვიცი, დაცულია, კიბეც არის უკანა მხარეს, რკინის, ავზებიც  და საშხაპეებიც არის ჩამონტაჟებული. ერთადერთი ის შემიძლია ვიფიქრო, რომ სიბნელის და ძლიერი კვამლის გამო, ვერ გაიკვლიეს გზა და მოხდა მათი ინტოქსიკაცია. ძალიან მიჭირს საუბარი, გარდაცვლილებიდან ჯერჯერობით არ ვიცით, რამდენი ადამიანია სასტუმროს პერსონალი“,- განაცხადა ცეცხლაძემ.

შეგახსენებთ, ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილია 11 და დაშავებულია 20-მდე ადამიანი. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება, საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი