სავაჭრო ცენტრ "გრანდ მოლის" თანამშრომლებმა აქცია გამართეს
ქუთაისში სავაჭრო ცენტრ "გრანდ მოლის" თანამშრომლებმა აქცია გამართეს. ისინი ცენტრის მიმდებარედ გარევაჭრობას აპროტესტებენ.
მათი თქმით, გარემოვაჭრეებს დაკავებული აქვთ ცენტრის შესასვლელი, რის გამოც მომხმარებლები მაღაზიებში ვეღარ შედიან.
აქციის მონაწილეების თქმით, დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს ქალაქის მერიას, თუმცა უშედეგოდ.
პრობლემის მოუგვარებლობა კი ცენტრის თანამშრომლების და გარემოვაჭრეების დაპირისპირებას იწვევს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




16:58
11:46
22:32
















