სახალხო დამცველობის კანდიდატების პირველი ხუთეული ცნობილია
კომისიის მიერ შესასების ქულების დაჯამებით სახალხო დამცველობის კანდიდატეების პირველი ხუთეული გამოვლინდა. ეესენი არიან, ანა აბაშიძე 321 ქულით, ნაზი ჯანეზაშვილი -288 ქულა, ნუგზარ კოხრეიძე -237 ქულა, გიორგი ბურჯანაძე და სერგო მახარაძე.
ჯგუფის წევრებმა კანდიდატები კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობის, მაღალი რეპუტაციის, სანდოობის, პრფესიონალიზმის, და ადამიანის უფლებების დაცვაში პრაქტიკული გამოცდილების ქონის კრიტერიუმებით შეაფასეს. შეფასება გასაუბრების გარეშე დოკუმენტების საფუძველზე მოხდა.
მომდევნო ეტაპი, პარლამენტის ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების მიერ კანდიდატების დასახელებაა, რომელთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები არ უნდა იყოს.
პარლამენტარებმა კანდიდატები 21 ოქტომბრამდე უნდა დაასახელონ.
სახალხო დამცველის არჩევისათვის 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
ავტორი: ნიუპრესი