|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სახელმწიფო სისტემა გაუმართავად მუშაობს"-ცოტნე გამსახურდია

ცოტნე გამსახურდია პრემიერ მინისტრს  პრემიერ კვირიკაშვილს მიმართავს. სოციალურ ქსელში მის მიერ მოთხრობილ ისტორიაში რომელიც 13 ივნისის სქიქიით დაზარალებულ ოჯახს ეხება, კარგად ჩანს ის ხარვეზები, რომელიც სისტემას აქვს.

"ნიუპრესი" უცვლელად გთავაზობთ გამხურდიას მიმართვას.

"ძალიან მიჭირს ადამიანზე აუგის თქმა, მისი მხილება თუ კრიტიკა, როდესაც მას იქამდე გარკვეული დამსახურებები აქვს. დიახაც, ვცდილობ მასში კარგის დანახვას და არ მინდა ნაჩქარევი დასკვნა გამოვიტანო. განსაკუთრებით მიმძიმს მაშინ, როცა საქმე თანამდებობის პირებს ეხება, ვიზეც სხვა ადამიანებს ბედია დამოკიდებული! ნებისმიერ შემთხვევაში, ვცდილობ, რომ პირადი დამოკიდებულების ან ემოციის კომპონენტი არ იყოს ჩემ სიტყვებში!

ერთ ისტორიას მოგიყვებით, და გთხოვთ გააზიაროთ... ჩავთვალოთ, რომ ასევე, ეს არის მიმართვა პრემიერ კვირიკაშვილისადმი. ჩემ მეზობლად, პროფილაქტიკის ბოქსში, უკიდურესად გაჭირვებული ცოლ-ქმარი ცხოვრობს, პატარა, 8 წლის ანგელოზ გოგონასთან ერთად. კაცი ხანდახან რაღაც შავ სამუშაოს თუ გამონახავს პროფილაქტიკაში და სულ ესაა მათი შემოსავალი. შარშან, ივნისში, ხელოსნები მოვიდნენ ჩემთან და მეუბნებიან: ლევანს რაღაც ძალიან უჭირს, შენთან მოსვლა უნდა და ერიდებაო. რა ხდება მეთქი, თვითონ მივედი...

თურმე ამ კაცის დედ-მამა მდინარე ვერეს ხეობაში, ქოხში ცხოვრობდა. ისეთ პირობებში, რომ არ დაიჯერებთ, თუ იქ ადამიანს სიცოცხლე შეუძლია! დიახ, ქოხში, მიწაზე, დენის, გაზის, წყლის გარეშე! თითქმის არავითარი საყოფაცხოვრებო ნივთებიც არა ქონდათ... ამ ქოხშიც წყალი შევარდნილა 13 ივნისსს, წყალდიდობისას. მიშველეო, მეუბნება, მამა თავშესაფარში გამაყვანინე, ან იქნებ მითხრან რა ჭირს, არავითარი შესაძლებლობა არ მაქვს, მიკვდებაო...

ადრე ჯანდაცვაში მუშაობდა შესანიშნავი პიროვნება, მინისტრის მოადგილე გაიოზ თალაკვაძე. დავურეკე და გავიგე, რომ წამოსულა თანამდებობიდან... ასე გავედი ზაზა სოფრომაძეზე, რომელიც იმხანად უკვე მინისტრის მოადგილე გამხდარა, და სოციალურ სფეროს კურირებდა.

დავურეკე სოფრომაძეს, საქმის კურსში ჩავაყენე სიტუაციის შესახებ და დახმარება ვთხოვე. მან გადამამისამართა ვინმე მარი წერეთელთან, რომელთან შეხება ადრეც მქონდა და ვიცოდი, რომ ერთი არაფრის გამკეთებელი, ვიღაცის პროტექციით მოხვედრილი გოგოშკა იყო, როგორებითაც სავსეა ჯანდაცვის სამინისტრო.

რამოდენიმე დღე ველოდე. მოკლედ, ეს მარი ხან რა მიზეზს იგონებდა, ხან რას. ქულები არ ყოფნისო.... ქულები ვერ დააგროვა ტყეში მაცხოვრებელმა მოხუცმა ცოლქმარმა, გესმით?! სოფრომაძე-სერგეენკოს შექმნილ სისტემის მიხედვით...

ვეუბნები სოფრომაძეს: ბატონო ზაზა, ამ ადამიანს დახმარება ჭირდება, და არა ქულებიმეთქი! მისი ბრალი არაა, რომ სახელმწიფო სისტემა გაუმართავად მუშაობს, გთხოვთ, ჩაერიეთ და საგანგებო წესით საავადმყოფოში გადაიყვანეთთქო. თქვენ რეებს კადრულობთ, სახელმწიფოზე როგორ ლაპარაკობთო! შეხვედრა მაქვს, არ მცალია ახლაო და ტელეფონი გამითიშა! შენი დედა, შენი მამამეთქი, მივწერე! ჯერ კაცი უნდა იყო და მერე თანამდებობის პირითქო...

მყისვე მივწერე სერგეენკოს მისი საქციელის შესახებ: ახლა ამ ადამიანების საცხოვრებელს სურათებს გადავუღებ და ირაკლი ღარიბაშვილს გავუგზავნიმეთქი! ამის შემდეგ კი, იცოცხლეთ, დაფაცურდენ... წაიყვანეს ეს კაცი საავადმყოფოში, მაგრამ უკვე გვიან იყო: სიმსივნეს მთელი შიგნეული შეეჭამა... რამოდენიმე დღეში გარდაიცვალა, ვეღარ უშველეს...

ის დღე იყო და ის დღე, რომ საჩხერის საავადმყოფოს დირექტორმა ჩემ ზარებზე და წერილებზე რეაგირება შეწყვიტა. მინდა გკითხოთ: დავაშავე რამე?

აი, ასე იყო ამ თავში ავარდნილი კაცუნას საქმე... უკვე აღარ ვამბობ, რომ მან, ჩანს, არც იცის, რომ ჯანმრთელობის გარდა შრომის და სოციალური დაცვის მინისტრიცაა!

პ.ს.ამ ყველაფრის დამადასტურებელი მესიჯები, მეილები, დოკუმენტები შენახული მაქვს.

პ.პ.ს. ცნობისათვის: 2014 და 2015 წლებში სეგეენკოს 65 040 ლარის დანამატი აქვს აღებული, ხელფასის გარდა", - წერს გამსახურდია "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.62%
გაუარესდა - 53.45%
არ შეცვლილა - 12.93%
სულ - 116 ხმა