|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახელმწიფო უსასყიდლოდ გახდა ბორჯომის ქარხნის აქციონერი - ირაკლი ღარიბაშვილი

სახელმწიფო უსასყიდლოდ გახდა ბორჯომის ქარხნის აქციონერი - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გარიგება საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით გაფორმდა.

„დავასრულეთ მოლაპარაკებები ბორჯომის აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის ბორჯომის ქარხნის მეპატრონე. ეს არის უსასყიდლო გარიგება და ჩვენ, უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები. ამის შემდეგ, სახელმწიფო გახდება ჩვენი ეროვნული სიამაყის თანამფლობელი და ყველა ის პრობლემა, რომელიც ბორჯომს ჰქონდა იქნება მოხსნილი.

ჩვენ, აღნიშნული საკითხი შევათანხმეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. რეგულატორებთანაც გვქონდა კონსულტაციები დიდ ბრიტანეთში და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გარიგება გაფორმდა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით და მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროს, რომლებმაც ძალიან აქტიურად იმუშავეს.

ასე რომ, ვულოცავ ბორჯომის თითოეულ თანამშრომელს", - განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

ღარიბაშვილის თქმით,  რომ არცერთი გაფიცული თანამშრომელი არ დაიჩაგრება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა