სახელოვნებო განათლების მქონე პირები მასწავლებლად მუშაობას შეძლებენ
მასწავლებლის მაძიებლად ჩაითვლება სახელოვნებო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირი - ამის შესახებ კანონპროექტს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება კომიტეტის მიერ სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში ხორციელდება, რადგან მასწავლებლად ვერ საქმდებიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი.
კომიტეტმა განიხილა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.
როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, დამტკიცდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის, აგრეთვე, დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი და პროცედურები.
ავტორი: ნიუპრესი