"სახლი ღრუბლებში"–სპექტაკლი ქუთაისელი მამა–შვილის ურთიერთობაზე
მამა-შვილის ურთიერთობა და ოჯახური დრამა დაედო საფუძვლად დრამატურგ რეზო ნაჭყეპიას პიესას „შალიკო, ცანცქლი, კოკილო“, რომელსაც ნამდვილი ქუთაისელი პროტოტიპები ჰყავს, შალვა და თემურ ხუჯაძეები. მათი ურთიერთობა და დიალოგი იუმორით არის გაჯერებული, რაც მაყურებლამდე სათქმელის მიტანას აიოლებს და გასაგებს ხდის. შვილი ცდილობს დაავადებულ მამას მდგომარეობა შეუმსუბუქოს და მისი ცხოვრების წესით იცხოვროს.
რეჟისორმა მამუკა ტყემალაძემ პიესის მიხედვით სპექტაკლი „სახლი ღრუბლებში“ დადგა და მშობლიურ ქალაქში ჩამოიტანა.
პექტაკლს თემურ ხუჯაძე ესწრებოდა, სწორედ მისი და მამამისის ურთოერთობას მიეძღვნა პიესაცა და სპექტაკლიც. ის დარბაზიდან ადევნებდა თვალს საკუთარ ცხოვრებას და სპექტაკლის დასასრულს მსახიობებს მიმართა „თქვენ მამა გამიცოცხლეთ“.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი, ანი ლიპარიშვილი