|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახმელეთო ტვირთების გადაზიდვა

 ნებისმიერი წარმატებული ბიზნესისთვის ეფექტურად ორგანიზებული  ლოგისტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიზნესის განვითარებაში. ლოჯისტიკა და ბიზნესი მჭიდრო ურთიერკავშირში იმყოფებიან. ბიზნესი წარმოუდგენელია ინფორმაციული ნაკადების მოპოვების, დამუშავების და გაცვლის გარეშე. მომსახურეობის ლოჯისტიკა არის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ნებისმიერი მიწოდების ჯაჭვის ხარისხში. როდესაც, ბიზნესი იზრდება და ფართოვდება, ის უფრო მეტად ეყრდნობა ეფექტურად ორგანიზებულ მიწოდებას, რაც მოიცავს დახვეწილ ლოგისტიკას. 

ლოგისტიკა მსოფლიო ეკონომიკის ერთ - ერთი მამოძრავებელი ძალაა. ლოგისტიკის ინდუსტრიაში ყველაზე ხშირად ვაწყდებით შემდეგ გამოწვევებს:  ტრანსპორტირების ფასები; დროის მენეჯმენტი;  მომხარებლის მომსახურეობის გაუმჯობესება,  მიწოდების ჯაჭვის ხილვადობის გაუმჯობესება.  აღნიშნულ გამოწვევებს საქართველოში არსებული ციფრული ლოგისტიკური პლატფორმა Translive პასუხობს

საერთაშორისო გადაზიდვისთვის მნიშვნელოვანია ტრანსპორტირების პერიოდი. დრო, რომელიც ჭირდება A პუნქტიდან B პუნქტამდე ტვირთის გადატანას განისაზღვრება მრავალი ფაქტორით. უპირველეს ყოვლისა ასეთი განმსაზღვრელს წარმოადგენს მანძილი (დისტანცია) დატვირთვის ადგილიდან დაცლის ადგილამდე. მეორე ფაქტორი, რომელიც ასევე აისახება დროზე ეს არის საბაჟო, თუ ტვირთთან დაკავშირებული პროცედურები, რომელიც შესაძლოა იყოს ინდივიდუალური და მოითხოვდეს გარკვეულ დამატებით დროს. ასევე, შესაძლებელია გადაზიდვის პროცესში მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევა, რომელიც ფორსმაჟორულ პროცესს მოიცავს. 

საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვისას ტვირთების თითქმის ყველა ტიპის გადაზიდვა არის შესაძლებელი. ამ მხრივ შეგვიძლია გამოვყოთ შემდეგი კატეგორიები: 

  1. სტანდარტული - ტვირთები, რომლებიც არ მოითხოვენ განსაკუთრებული გადაზიდვის პირობებს და არ განეკუთვნება  სახიფათო, ან არაგაბარიტული ტვირთების სახეობას.
  2. ტემპერატურული რეჟიმის საჭიროების მქონე ტვირთები - გადაზიდვის პროცესში ესაჭიროება ტემპერატურული კონტროლი, ძირითადად ასეთია საკვები პროდუქტების უმრავლესობა, მედიკამენტები, ნერგები და ა.შ
  3. არაგაბარიტული -  ტვირთები, რომლებიც გამოირჩევიან განსხვავებული, არასტანდარტული ზომებით და ესაჭიროებათ შესაბამისი მისაბმელი. არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვისთვის ხშირად იგეგმება სპეციალური მარშტუტები და გადაზიდვა ხდება სპეციალური წინასწარ გაწერილი პროტოკოლით.
  4. ADR - ეს არის სახიფათო კატეგორიის ტვირთები, რომლებიც ერთიანდებიან 9 ქვეჯგუფში და თითოეული ამ ცხრა კატეგორიიდან ექვემდებარება გარკვეული წესების დაცვით ტრანსპორტირებას. ამისათვის აუცილებელია დაცული იყოს უვნებლობის ნორმები და შედგენილი იყოს შესაბამისი აუცილებელი დოკუმენტები.

 ასევე ხშირია კონსოლიდრებული ტვირთები - აქ იგულისხმება ე.წ. ნაკრები    ტვირთები, ანუ ისეთი ტვირთები რომლებიც არ საჭიროებენ ერთ სრულ მანქანას ან ერთ სრულ კონტეინერს. ტვირთის მფლობელებს ეძლევათ საშუალება, ევროპიდან 16 – 18 დღის  განმავლობაში ადგილზე მიიღონ სასურველი პროდუქცია.

სტანდარტულ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ჩვენგან დამოუკიდებელი დამაბრკოლებელი გარემოებები და შეფერხების გარეშე ხდება გადაადგილება ტრანსპორტირების დრო საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვისას საშუალოდ შეადგენს 7-14 დღეს. 

 

Translive – ის უპირატესობას წარმოადგენს: სიმარტივე, მოქნილობა, მეტი კონტროლი, უფრო სამართლიანი ფასის მიღების შესაძლებლობა, უფრო უკეთესი გადამზიდავის და ავტომობილის სწრაფად შერჩევის შესაძლებლობა და რაღა თქმა უნდა დაცულობა. 

  1. მოქნილობა - მარტივია ტვირთის განთავსება და გადაზიდვისთვის საჭირო ტრანსპორტის მოძიება უმოკლეს ვადებში. 
  2. კონკურენტული ფასები - იძლევა შესაძლებლობას აირჩიოთ პირობები და შესაბამისი ფასები, რომელსაც მიიღებთ პლატფორმაზე დარეგისტრირებული ასობით გადამზიდავისგან.
  3. სისწრაფე - პირობებზე შეთანხმებისთანავე ხდება დოკუმენტაციების მომენტალური გენერაცია, ერთი კლიკით ხელმოწერა და გადაზიდვის პროცესის დაწყება.
  4.  დაცულობა - ჩვენი ყველა ტვირთი (თითოეულ გადაზიდვაზე) დაზღვეულია 100%-ით კომპანია ალდაგის მიერ.

გამჭვირვალე პროცესი - დატვირთვიდან ტვირთის დაცლამდე გადაზიდვის სრული პროცესი შეგიძლიათ იხილოთ პირდაპირ რეჟიმში სისტემატურად განახლებადი ლოკაციების მეშვეობით. Translive - ციფრული პლატფორმა, რომლის  დახმარებით თქვენი ბიზნეს პროცესები სწორად მიმდინარეობს. ჩვენი სერვისი ვრცელდება მსოფლიოს მაშტაბით. ჩვენი საერთაშორიო ლოგისტიკური პარტნიორების ქსელის დახმარებით თქვენთვის სასურველი სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო თუ საჰაერო გადაზიდვა არის შესაძლებელი.  ჩვენთან შესაძლებელია ნებისმიერი ტვირთის ტრანსპორტირება როგორებიცაა:  საკვები პროდუქტები, ალკოჰოლური თუ გაზიანი სასმელები, მალფუჭებადი, სახიფათო კატეგორიის ტვირთები, არაგაბარიტული ტვირთები, მედიკამენტები, ნერგები, სარეკლამო, თუ სამშენებლო მასალები.  






ავტორი: