საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, ქუთაისში საგუბერნიო ციხე დაანგრიეს
ქუთაისში საგუბერნიო ციხის ნგრევა დაიწყეს. საზოგადოების ერთი ნაწილი ციხის, რომელიც ქუთაისის ისტორიის ნაწილია, მუზეუმად გარდაქმნას და ტურისტულ ატრაქციად ქცევას ითხოვდა, თუმცა მათი ხმა შეუსმენელი დარჩა.
საგუბერნიო ციხეს თითქმის ორი საუკუნის ისტორია კი აქვს, მაგრამ არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რამაც მერიას ხელ-ფეხი გაუხსნა დემონტაჟის ნებართვის გასაცემად.
ციხის ნგრევა, გუშინ 14 თებერვალს დაიწყო კომპანია შპს „იბერია სტარ გრუპმა“, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ ქალაქის საკრებულოს წევრის, მაგდა კოსტავას მამას ეკუთვნის, ის ამ ადგილას კორპუსების ჩადგმას გეგმავს.
ე.წ „გუბერსკის ციხე“ და მასთან დაკავშირებული ერთ ჰექტრამდე ფართობი დავით კოსტავამ 2021 წელს განმეორებით აუქციონზე განახევრებულ ფასად, 1 მილიონ 745 000 ლარად იყიდა.
ფოტო: თორნიკე ბარათაშვილი
ავტორი:




16:16
14:41
11:37
06:00
19:04
















