|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა.
ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, თანამშრომლებს, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა.
ეს პოსტი ამირან გამყრელიძემ 2022 წლის 5 აგვისტოს დატოვა, ამ დრომდე ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას პაატა იმნაძე ასრულებდა, რომელის დირექტორის მოადგილის პოსტზე რჩება.
რაც შეეხება ირაკლი ფურცელაძეს, მას კერძო სექტორში, ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.
2002 წლიდან - 2024 წლამდე, ერთ-ერთ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიაში „ავერსი-ფარმა“, მუშაობდა, სხვადასხვა წამყვან მენეჯერულ პოზიციაზე.
2011-2023 წლებში იკავებდა ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას.
ამავდროულად, 2016-2018 წლებში, იყო სადაზღვევო კომპანია „ალფას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

 

ავტორი: ნიუპრესი