|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენელი იმერეთში ნუგზარ კოხრეიძეა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივ საბჭოებს ქმნის. საზოგადოებრივი საბჭოს წარმოადგენელი იმერეთის რეგიონში ნუგზარ კოხრეიძეა. იგი სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგი" თანადამფუძნებელი და თავმჯდომარეა.

"მადლობა მინდა გადავუხადო სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ქალბატონ ირინა ფუტკარაძეს და ყველა საბჭოს წევრს ნდობისთვის. როგორც საზოგადოებრივი საბჭოს წევრი და წარმომადგენელი იმერეთის რეგიონში ვიმუშავებ იმისთვის, რომ დავამყარო კომუნიკაცია მოსახლეობასა და სამეურვეო საბჭოს შორის. მივიტანო ჩვენი რეგიონის მოსახლეობის აზრი, დამოკიდებულება, სურვილები და რეკომენდაციები, თუ როგორ გაუმჯობესდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი" - განაცხადა ნუგზარ კოხრეიძემ, საზოგადოებრივი საბჭოს იმერეთის რეგიონში.

საზოგადოებრივი საბჭოს მიზანი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობის აზრის გამოკითხვა და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში მათი საჭიროებების გათვალისწინებაა. საბჭოები საპილოტე რეჟიმში ოთხ რეგიონს მოიცავენ. ესენია: შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და იმერეთი. თითოეულ რეგიონში იქნება საბჭოს ერთი წევრი, რომელსაც დაევალება ყოველთვიური შეხვედრები ჩაატაროს თავის რეგიონში მცხოვრებ სხვადასხვა ჯგუფებთან და მოგვიანებით, კვარტალური ანგარიშები მოამზადოს. თავის მხრივ, წელიწადში ერთხელ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრებს ბორდის წევრებიც გამართავენ.

ავტორი: ნიუპრესი