სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენისთვის ორივე ბრალდებულს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული მსგავს ქმედებაში ადრეც შემჩნეული იყო.
ადვოკატ ლევან ჭელიძის თქმით, 2 წლის წინ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მძიმე დანაშაულში მხილებული პიროვნება სამართალდამრღვევად სცნო, თუმცა მტკიცებულებების მიუხედავად, 500 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
ადვოკატის თქმით, იგივე პიროვნება, სხვა საქმეებში პოლიციის მოწმის სტატუსით ფიგურირებს.
"2020 წლის მარტში მყავდა მოწინააღმდეგე მხარედ. ქალბატონის მიმართ სექსუალური ძალადობის გადაკიდების მიზნით სასამართლოს მიერ ის 500 ლარით იქნა დაჯარიმებული. არასასურველ ქმედებებს მის სამსახურში დასაქმებული ქალბატონის მიმართ ნამდვილად ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ჩვენ გვაქვს მიმიწორები, სადაც ის ჩემ დასაცავ პირს სთავაზობდა სექსუალური ხასიათის ურთიერთობებას. ის ფიგურირებს რადენიმე სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სახით. არ არის გამორიცხული, რომ თანამშრომლობდეს პროკურატურასთან“, - განაცხადა ჭელიძემ.
ავტორი: ნიუპრესი