ზაზა ლომინაძე აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილის და ირაკლი კობახიძის ტყუილი არ ახსოვს
ამდენი წელია ამ გუნდის წევრი ვარ შალვა პაპუაშვილის და ირაკლი კობახიძის ტყუილი არ მახსოვს - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ.
მან მედიის კითხვას უპასუხა „ოცნების“ ლიდერების წარსულში არასამთავრობო და საერთაშორისო სექტორში საქმიანობის საკითხზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
„ამდენი წელია ამ გუნდის წევრი ვარ და შალვა პაპუაშვილის და ირაკლი კობახიძის ტყუილი არ მახსოვს, ამიტომ რასაც ამბობენ სიმართლეა. ჩვენც ახლა ერთად ვართ, მაგრამ ხომ არ ნიშანვს რომ ერთ გუნდში ვართ“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ მორიგი რეპრესიული კანონპროექტების თანახმად, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში. ამ ფონზე ვრცელდება ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის ფოტოები და ინფორმაცია, რითაც დასტურდება, რომ ისინი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქმიანობდნენ.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.2%
გაუარესდა - 52.8%
არ შეცვლილა - 12%
სულ - 125 ხმა



18:58
14:35
















