|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შეეშვით შვილმოკლულ მამას"- ქუთაისის მერიის წინ აქცია გაიმართა

"შეეშვით შვილმოკლულ მამას", - ამ მოთხოვნით ქუთაისის მერიის წინ აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი ზაზა სარალიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნები შვილმოკლული მამის ოჯახის წევრებისაგან სარალიძის მაკომპრომენტირებელი განცხადების გაკეთებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეები მერიის წინ შეძახილებითა  და სტვენით ითხოვდნენ პასუხს.

"გაგვცეს მერიამ პასუხი, რას ნიშნავს მათი განცხადება, რომ ეს არის ტყუილი, შვილმოკლული მამა იტყუება? ქუთაისის მერიას მართავს სუსი! ქალაქს არ ყავს პატრონი, იხრჩობა  წუმპეში, იგებენ ტენდერებს, იღებენ მილიონებს, მაგრამ ახლა ამას თავი დავანებოთ, შვილმოკლულ მამას შეეშვით!" - განაცხადა აქციის ლიდერმა ირაკლი გვალიამ.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები პარტიული ნიშნით არ არიან შეკრებილი და ეს სამოქალაქო პროტესტია. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე