|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეიძინე ავტომობილი დღესვე - აიღე ავტო სესხი მარტივად

ავტომობილი ყოველდღიური საჭიროების ნივთია, რომლის საყიდლადაც უამრავი ადამიანი თანხას წლების განმავლობაში აგროვებს. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი გაცილებით უკეთ ანაწილებს შემოსავლებს მაშინ, როდესაც კონკრეტული ვალდებულება აქვთ შესასრულებელი და ყოველთვიურად თანხის გარკვეული ნაწილის გაღება უწევთ. შესაბამისად, ავტომობილის შესაძენად სესხის აღება საკმაოდ პოპულარული პრაქტიკაა. თუ კრედიტის აღებას გადაწყვეტთ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო ორგანიზაციას უნდა მიმართოთ, რათა ვალდებულების დაფარვა მარტივად შეძლოთ. 

რა პროცედურებია საჭირო სესხის ასაღებად MBC-ში?

დღესდღეობით, ემბისის ავტო სესხი ერთ-ერთი მოთხოვნადი საფინანსო პროდუქტია, რადგან კომპანიას მომხმარებელთა დიდი ნაწილი მრავალი წელია ენდობა. საფინანსო ორგანიზაციის უპირატესობათაგან გამოიყოფა:

  • გამარტივებული პროცედურები;
  • დისტანციური სერვისები;
  • ინდივიდუალურ შემოსავლებზე მორგებული გადახდის კლებადი გრაფიკი;
  • ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში წარმოდგენილი მომსახურების ცენტრები;
  • ყველა სახის საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადის განხილვის შესაძლებლობა;
  • სესხის შემოსავლების დადასტურების გარეშე აღების საშუალება. 

იმისთვის, რომ სესხი სასურველი პირობებით მიიღოთ, ონლაინ პროცედურების გავლა მოგიწევთ. კომპანიის ვებგვერდზე რეგისტაციის შემდგომ:

  • აირჩეთ განაცხადის სასურველი ტიპი და გაიარეთ მარტივი იდენთიფიკაცია;
  • წარმოადგინეთ პირადობა ან პასპორტი და რეგისტაციის მოწმობა;
  • დაელოდეთ კომპანიის წარმომადგენლის ზარს უახლოეს წუთებში;

სესხზე დასტურის შემთხვევაში ახლომდებარე ფილიალს უნდა ეწვიოთ თანხის მისაღებად. მოქნილი ონლაინ სერვისით კომპანია ახერხებს რომ მომხმარებელთათვის კომფორტული და ხელმისაწვდომი გარემო შექმნას. დრო თანამედროვე სამყაროში უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ემბისისთან ურთიერთობის შემთხვევაში მას ტყუილად არ დაკარგავთ. რაც მთავარია კომპანია განიხილავს ყველა სახის საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს. ამიტომ თუ საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარუმატებელი გამოცდილება გაქვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ემბისი შანსს აუცილებლად არ მოგცემთ. 

50 000 ლარამდე კრედიტი ყველაზე მარტივად სწორედ ემბისიშია ხელმისაწვდომი, ამასთან თუ უკვე აიღეთ სესხი სხვა კომპანიაში და მომსახურებით უკმაყოფილო ხართ, შეგიძლიათ კრედიტი მარტივად დააპორტიროთ. 

MBC-ის ექსპერტთა გუნდი მუდმივად ზრუნავს საფინანსო პროდუქტების გაუმჯობესებაზე. მოთხოვნებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით ემბისი ახერხებს, რომ მომხმარებლის საჭიროებები მაქსიმალურად გაითვალისწინოს და შექმნას ისეთი სივრცე, რომელიც მიზნების განხორციელებას ემსახურება. ლოდინი ნამდვილად არარაციონალურია მაშინ, როცა სასურველი ავტომობილის შეძენა დროის დაკარგვის გარეშე შეგიძლიათ. 

 

ავტორი: