|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეიძინე time.ge-ზე ყველაფერი, რაც თავს განსაკუთრებულად გაგრძნობინებთ

Time.ge - ესაა სამკაულებისა და აქსესუარების მაღაზია Time-ის ონლაინ სავაჭრო პლატფორმა, სადაც ყველაფრის შეძენა მარტივად, სახლიდან გაუსვლელად, დროის, ენერგიისა და ფინანსების დაზოგვის კომბინაციით შეგიძლიათ შეიძინოთ. 

 

Time.ge მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სხვადასხვა სამკაულებს და აქსესუარებს აერთიანებს, როგორიცაა საათები, საყურეები, ბეჭდები, სამაჯურები, ყელსაბამები, კულონები, ბროშები, საფულეები, ყელსახვევები და მრავალი სხვა. შეიძინე time.ge-ზე 40-მდე ექსკლუზიური ბრენდის სამკაულები და აქსესუარები მარტივად. 

 

სამკაულების მაღაზია საათებისა და სამკაულების მწარმოებელ ისეთ ცნობილ და განსაკუთრებულ ბრენდებს აერთიანებს, როგორიცაა PANDORA, Casio, Hamilton, Certina, Fossil, Emporio Armani, Armani Exchange, Michael Kors, DKNY, Skagen, Diesel, Timex, Citizen, Claude Bernard, Esprit, Pierre Cardin, Guess, Gucci, Gc, Luminox, Tommy Hilfiger, Cluse, Just Cavalli, Brosway, Rebecca, Ti Sento, Oliver Weber, Les Georgettes, Ania Haie, Isharya, Jos Von Arx, Parker, Wolf და სხვები.

 

თითოეული ბრენდის ასორტიმენტი სხვადასხვა მახასიათებლით თქვენს განსაკუთრებულ იერსახეზე ზრუნავს. ყვითელი, ვარდისფერი და თეთრი ოქრო, ვერცხლი, უჟანგავი ფოლადი, მინანქარი, ძვირფასი ბრილიანტები და უბრალოდ ფერადი ქვები, ტყავი და სხვა მრავალი, განსხვავებული და მრავალფეროვანი მასალისგან დამზადებულ ნივთებს სწორედ time-ის მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილი ბრენდები გთავაზობთ. 

 

მარტივად შეიძინე time.ge-ზე სასურველი ნივთები და ისარგებლე ექსკლუზიური შეთავაზებებით. Time ონლაინ შენაძენზე სპეციალურ Online Exclusive-ის ფასდაკლებებს გთავაზობთ, რომლის ფარგლებშიც ათასობით სამკაულის და აქსესუარის შეძენა 30-დან 50%-მდე ფასდაკლებით შეგიძლიათ. 

 

თაიმში ყველაფერია იმისათვის, რომ თქვენი სტილი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადოთ. სამკაულების მაღაზიის დახმარებით, შეგიძლიათ სამკაულები და აქსესუარები თქვენს ყოველდღიურ ლუქს მოარგოთ, განსაკუთრებული დღეებისთვის შეარჩიოთ განსაკუთრებული საყურეები, ყელსაბამები, ბეჭდები და სხვა ნივთები, ასევე თქვენი სპორტული ცხოვრების სტილისთვის შეარჩიოთ სმარტ საათები სპეციალური ფიტნეს ტრეკერებით. მოკლედ, მნიშვნელობა არ აქვს თქვენს გემოვნებას, სტილს, ასაკს, სქესს, ჰობს, საქმიანობის სფეროს თუ სხვა უამრავ განმასხვავებელ ფაქტორს, Time-ის მაღაზიათა ქსელში ათასობით ნივთი სწორედ იმისთვისაა, რომ თქვენს სურვილებს, საჭიროებებს და შესაძლებლობებს მოერგოს. 

 

გახსოვდეთ, სამკაულების მაღაზია თქვენს კომფორტს ერგება და ნივთების შეძენის შესაძლებლობას საქართველოს მასშტაბით 20-მდე ლოკაციაზე გაძლევთ. ან კიდევ უფრო მარტივად, შეიძინე time.ge-ზე სასურველი ნივთები და კურიერი მას მითითებულ მისამართზე ძალიან სწრაფად მოგიტანთ. 

ავტორი: ნიუპრესი