|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შენი გულისათვის, შენი უსაფრთხოებისთვის"- აქცია ქუთაისში

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, წარწერები გამოჩნდა - "შენი გულისათვის, შენი უსაფრთხოებისთვის", რაც შს სამინისტროს უსაფრთხო მოძრაობის პროგრამის მთავარი დევიზია.

აღნიშნული წარწერები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქუთაისის ცენტრში, ზებრა-გადასასვლელებზე ქუთასის მერიის "სპეციალურ სამსახურთან" ერთად განათავსეს.

“ასეთი განსხვავებული და საგანმანათლებლო მიდგომებით შევძლებთ საგზაო მოძრაობის კულტურის ამაღლებას“, - აცხადებენ საპატრულო პოლიციაში.

შს სამინისტრომ აღნიშნული აქცია უსაფრთხო მოძრაობის პროგრამის ფარგლებში განახორციელა.

ქუთაისის მერის შოთა მურღულიას თქმით, ქალაქის მასშტაბით მსგავსი ტიპის ფერადი "ზებრა" გადასასვლელები სხვადახვა ქუჩებზეც მოიხატება.

დღეს ქუთაისში 3 ზებრა გადასასვლელი განახლდა.  აქციის ფარგლებში  ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად 20-მდე „ზებრა“- გადასასვლელი მოიხატა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა