|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შექმენი კომფორტული გარემო შენს სავაჭრო ობიექტზე მომხმარებლებისა და დასაქმებულთათვის ოპტიმოს დახმარებით

თუ დაიღალე  შენს დრაივზე ან მაღაზიაში პროდუქციის თვლით და ხვდები, რომ ნაშთი თითქმის არასდროს ედრება გაყიდვებსა და შესყიდვებს, მაშინ დროა კალამი, ფურცელი, ექსელის ფაილებიც კი გვერდით გადადო და სასწრაფოდ ოპტიმო დააყენო. 

მარკეტის პროგრამა ოპტიმო - იდეალურია ამ საკითხში! ერთხელ ასახავთ ობიექტზე არსებულ ნაშთს პროგრამაში და შემდეგ უკვე ნებისმიერ მომენტში მიიღებთ განახლებულ ინფორმაციას არამარტო ნაშთებზე, არამედ შესყიდვებზე, გაყიდვებზე და გასავალ - შემოსავალზე. 

ოპტიმოს აქვს ორი სამუშაო სივრცე - ერთი მოლარეებისთვის, მეორე მენეჯერებისთვის. 

მენეჯერის სივრცე

მენეჯერის სივრციდან შეგიძლიათ მართოთ: 

  • ფილიალები
  • გაყიდვები და შესყიდვები
  • მარაგები
  • მომწოდებლებთან ანგარიშსწორება
  • იურიდიულ პირზე გაყიდვები
  • წარმოება

გარდა ამისა, გექნებათ წვდომა რეპორტებსა და სტატისტიკაზე, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას, განავითაროთ ბიზნესი. 

სტატისტიკაში შეგიძლიათ, ნახოთ სრული ინფორმაცია შემოსავლების, ფასნამატის, ტრანზაქციების შესახებ. ასევე, შესაძლებელია გაყიდვების საათებისა და დღეების ჭრილში გაანალიზება. დამატებით მიიღებთ ინფორმაციას, ყველაზე გაყიდვად პროდუქტებსა და კატეგორიებზე.

მაღაზიის პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია დისტანციურად, ლეპტოპით ან მობილურით, რაც მენეჯერს უმარტივებს მაღაზიის კონტროლს ნებისმიერი ადგილიდან, ანუ ეს ნიშნავს, რომ სისტემაში შესვლა შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობით, ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ინტერნეტია.

გარდა ამისა, მარკეტების პროგრამაში ოპტიმო შეგიძლიათ, შექმნათ ულიმიტო რაოდენობის ქვემომხმარებელი, რომელიც ერთდროულად ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მიიღებს წვდომას მენეჯერის მხარეს.

მოლარის სივრცე

მოლარის მუშაობა პირდაპირ განსაზღვრავს თქვენი ობიექტის მომსახურების ხარისხს. თუ დროულად ვერ ახერხებს პროდუქციის გატარებას გაუმართავი პროგრამის გამო, ქმნის რიგებს, რასაკვირველია, ეს უარყოფითად აისახება თქვენი ობიექტის მუშაობასა და იმიჯზე. 

სწორედ ამიტომ, ოპტიმო გთავაზობთ მოლარის დახვეწილ, მოქნილ მოწყობილობას და პროგრამას, რომელიც საშუალებას იძლევა, პროდუქტი მოძებნოს არამარტო  შტრიხკოდით, არამედ დასახელებით, მომწოდებლით, კატეგორიითა და სურათით. 

ალბათ ყველას ჰქონია მომენტი, როცა ძალიან ეჩქარება და სკანერი არ აღიქვამს შტრიხკოდს გატარებისას, ოპტიმოს შემთხვევაში მსგავსი უხერხულობის შექმნა გამორიცხულია, რადგან მოლარეს შეუძლია სხვა, არაერთი მახასიათებლის დახმარებით გაატაროს პროდუქტი ასეთ ვითარებაში. 

გარდა ამისა, არ ფერხდება მოლარის მუშაობა  ინტერნეტზე წარმოშობილი პრობლემის დროსაც კი. მოლარე აგრძელებს მუშაობას და წვდომის აღდგენის შემდეგ მოხდება მონაცემების სინქრონიზაცია მენეჯერის მხარეს.

პროგრამაში მუშაობა იმდენად მარტივია, რომ არ საჭიროებს სპეციალურ ტრენინგებს მოლარეებისთვის. 

დააყენეთ ოპტიმო თვეში 40 ლარად და მართეთ ბიზნესი მარტივად და გონივრულად. 

ავტორი: ნიუპრესი