|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შესაძლებელია თუ არა ბრტყელტერფიანობის მკურნალობა?

ბრტყელტერფიანობა ტერფის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. თუ ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად თაღი არ გამოიკვეთა, ამ მდგომარეობას ბრტყელი ტერფი ეწოდება. თუმცა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ თაღი შესაძლოა, ჩამოყალიბების შემდეგაც გაბრტყელდეს. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს შესაფერისი ფეხსაცმლის ტარებას, სადაც დამაგრდება სუპინატორი. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ტერფის თაღის ამაღლებას. თუ, თქვენ უკვე გამოხატული ბრტყელი ტერფი გაქვთ, ექიმი მყარ სუპინატორს შეგირჩევთ, რათა სუპინატორმა მოახდინოს თაღის სტაბილიზაცია, ხოლო სიარულისა და ფიზიკური აქტივობის პროცესი უფრო კომფორტული იყოს თქვენთვის. სუპინატორი აუცილებლად უნდა შეირჩეს სწორად - ინდივიდუალურად, პაციენტის პრობლემის შესაბამისად, რათა გამოყენების პროცესი იყოს როგორც ეფექტური, ასევე კომფორტული თქვენთვის. ბრტყელტერფიანობის  გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს, თუმცა მათ შორის ხშირია გენეტიკური ფაქტორი. ამ დაავადებას ასევე, იწვევს:

 

  • ჭარბი წონა;
  • დიაბეტი;
  • ორსულობა;
  • პროფესიები, რომლებიც ასოცირდება დღის განმავლობაში დიდხანს ფეხზე დგომასთან;
  • დაზიანებები და მოტეხილობები.

ბრტყელტერფიანობის დასადგენად ასევე შესაძლებელია ტერფის კვლევისა და დიაგნოსტიკის ჩატარება. ეს პროცესი ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე აპარატურით, რომლის საშუალებითაც პაციენტებს უტარდებათ პლანტოგრაფია, ანუ ტერფის კომპიუტერული კვლევა, რომელიც მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას, რაც  უძრავ და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის კვლევას გულისხმობს. ამ პროცესის  საფუძველზე, კი იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი სურათი, რაც იძლევა საშუალებას დაისვას სწორი დიაგნოზი და საჭიროების შემთხვევაში დამზადდეს ინდივიდუალური სუპინატორი. 

 

 

 

ავტორი: