შესაძლოა, აკრძალვების რამდენიმე თვით გახანგრძლივების აუცილებლობა დადგეს
ვირუსის გავრცელების მასშტაბური ზრდის თავიდან ასაცილებლად მიღებული უნდა იყოს ეფექტური ზომები, რათა ქვეყანა რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შესაძლოა, აკრძალვების რამდენიმე თვით გახანგრძლივების აუცილებლობა დადგეს- ამის შესახებ უწყებათშორისო საბჭოს სხდომაზე განაცხადეს, რომელიც დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
სხდომაზე მოისმინეს ეპიდემიოლოგების პროგნოზი, რომლებიც ინფიცირების შემთხვევების ზრდას ელოდებიან. ამიტომ, საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან დადგენილი წესები და სახლიდან მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ.
საბჭოზე სხვა საკითხებთან ერთად აგრარული ბაზრების გახსნის საკითხებიც განიხილეს. როგორც განაცხადეს, აგრარულ ბაზრების გახსნის გადაწყვეტილებები ინდივიდუალური მონიტორინგის შედეგად მიიღება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინტენსიურად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში განაგრძობს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა