|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"იმერეთის გუბერნატორის განცხადება არის ტყუილი და დილეტანტიზმის პიკი" -გიგლა მიქაუტაძე

"იმერეთის გუბერნატორის განცხადება არის ტყუილი და დილეტანტიზმის პიკი "-ამგვარად პოლიტიკური გაერთიანების „ლელო“  ერთ-ერთი ლიდერი გიგლა მიქაუტაძე პარტიის  ანტიკრიზისულ მოდელზე საუბრისას პარტიის იმერეთის რწმუნებულის განცხადებას გამოეხმაურა.  

„იმერეთის რწმუნებულმა, კომუნისტური განცხადება შემოსძახა რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს. ისეთი კარგი მდგომარეობა გვაქვს, რომ 30%-ით მეტი მიწა გვაქვს დამუშავებულიო. ეს არის ტყუილი და დილეტანტიზმის პიკი. ჩვენ გადავხედეთ მონაცემებს და 2013-დან 2019 წლის ჩათვლით, დამუშავებული მიწების რაოდენობა საგრძნობლადაა შემცირებული. თუ 2013-ში დამუშავებული გვქონდა 46 000 ჰა მიწა, 2019-ში ჩამოვიდა 23 000 ჰა-ზე, რაც, რა თქმა უნდა, არის არასწორი პოლიტიკის შედეგი. იმერეთის გუბერნატორო, გვიპასუხეთ, როგორ დამუშავდება წელს, 30%-ით მეტი მიწა, როცა მოსახლეობა ჩაკეტილი გყავდათ და ელემენტარული, ონლაინ საშვების დამზადება ვერ მოახერხეთ, რაც პირველებმა გირჩიეთ. ქვეყანაში 570 000 ფერმერი გვყავს, რომელთა ნახევარსაც მიწა რეგისტრირებული არ აქვს. ასევე ფლობენ მიწებს, რომელთა ზომა 0.75 ჰექტარია, გამოდის, რომ ქვეყანაში მხოლოდ 200 000 ფერმერი მიიღებს მიზერულ 200 ლარს, მაშინ, როცა მიწის დამუშავებას 1000-1500 ლარი სჭირდება. შესაძლოა გუბერნატორს იმის თქმა სურდა, რომ იმერეთში 30%-ით ნაკლები მიწა დამუშავდება და შეეშალა“-აღნიშნა მიქაუტაძემ.

 შეგახსენებთ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის თქმით, წელს დაახლოებით 30%-ით მეტი მიწა დამუშავდა იმერეთის რეგიონში, ვიდრე ეს ხდებოდა წინა წლების განმავლობაში. რწმუნებული გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200 ლარს მიიღებს. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა