|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეხვედრა ლბტ თემის წარმომადგენლებთან

"ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისთვის" ბათუმის გენდერის მედიაცენტრის დირექტორმა თამილა დოლიძემ მორიგი შეხვედრა "იდენტობის" ბათუმის ოფისში ლბტ თემის წარმომადგენლებთან მათ საჭიროებებზე გამართა. 
"ვისაც აქ გვხედავთ, ყველანი ქალები ვართ. ასეთებად რომ არ აღგვიქვამენ, ძალიან გვაწუხებს. შეგიძლიათ  გვესაუბროთ, როგორც ქალებს..." 
"მე, ვინც თავს გრძნობს ქალად, შემიძლია თუ არა მივიღო არჩევნებში მონაწილეობა როგორც ქალმა?" 
"ისაუბრეთ ჩვენზე, ჩვენს გაჭირვებაზე, იმაზე, რომ საზოგადოებას უჭირს ჩვენთან ინტეგრირება და არა პირიქით, დაგვეხმარეთ, გააკეთეთ ისეთი გადაცემები, სადაც ჩვენც დავაფიქსირებთ ჩვენს აზრს არჩევნებთან დაკავშირებით..." 
"ქალაქის მერად რომ ვიყარო კენჭი, როგორ ფიქრობთ, ამ მასკულინურ საზოგადოებაში 1 ადამიანი მაინც დამიჭერს მხარს? ზღაპრებია ეგ ყველაფერი, ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით, რეგიონებში, ჩვენს მისაღებად მზად არ არის..." 
"დეპუტატებად არ უნდა ვირჩევდეთ ისეთ ადამიანებს, ვისთვისაც დასავლური ღირებულებები მიუღებელია, გამგებელი და მერი, პარლამენტის და უმაღლესი საბჭოს წევრები თავიანთ აზრებს ლგბტ პირთა მიმართ ასე ღიად არ უნდა აფიქსირებდნენ. ჩვენ არა ვართ ავადმყოფები, ჩვენ საზოგადოების ისეთივე წევრები ვართ, როგორც ისინი და ჩვენც გვსურს ამ ქვეყნის მართვაში მონაწილეობა!"
შეხვედრა დაახლოებით სამ საათს  გაგრZელდა და ლბტ თემის წარმომადგენლებმა მათ პრობლემებზე დეტალურად ისაუბრეს. მათი საჭიროებებიც  აისახება იმ ვრცელ ანგარიშში, რომელსაც „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის ამზადებს.

შეხვედრა „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში გაიმართა,  რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

პროექტი საქართველოს 9 რეგიონის 12 ქალაქში ხორციელდება და მისი მიზანია ამომრჩეველ  ქალთა საჭირობების გამოვლენა და არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლება, რათა ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში  ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.   გამოვლენილი ქალთა საჭიროებების შესახებ მომზადდება ანალიზი, რომელიც რეკომენდაციების სახით გადაეცემათ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და კანდიდატებს, რათა მათ თავიანთ საარჩევნო პროგრამებში ასახონ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა