შეყვარებული ვერ გაიყვეს - ქალების ჩხუბის ახალი დეტალები
ქალების ჩხუბის შესახებ, რომლის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი, როგორც ირკვევა ჩხუბის მიზეზი მამაკაცი იყო. რის გამოც ქუთაისელი ქალები სტუმრად მყოფ თბილისელებს დაუპირისპირდნენ.
ამბის თვითმხილველის, ჟურნალისტ სერგო ჩივაძის ინფორმაციით, ქალებმა მამაკაცის გამო იჩხუბეს.
"ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, შეყვარებული ვერ გაიყვეს შუაზე და ისე სცემეს ერთმანეთი, ლამის ხეიბარები დარჩნენ".მანდილოსნები ისე დაუპირისპირდნენ ერთმანეთას, რამდენიმეს ტვინის შერყევაც და ხელის მოტეხილობაც აქვს. ისე ცემეს ერთმანეთს, მათი დაშორება ვერ შეძლეს მოქალაქეებმა, იქვე რამდენიმე მეტრში არის პოლიციის ქვეგანყოფილება, საიდანაც არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ"-ამბობს სერგო ჩივაძე.
შეგახსენებთ, ქალების ჩხუბის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გუშინ გვიან ღამით გავრცელდა. პოლიცია ადგილზე დღეს მივიდა და მიმდებარე ტყერიტორიიდან სათვალთვალო კამერები ამოიღო. მომხდარზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო.
ავტორი: ნიუპრესი