|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეძლებს თუ არა აბიტურიენტი ერთზე მეტი ფაკულტეტის არჩევას - მინისტრის მოადგილის განმარტება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას თქმით, არასწორია, რომ თითქოს მან განაცხადა,რომ აბიტურიენტებს ფაკულტეტების არჩევანის თავისუფლება ეზღუდებათ.

მისი თქმით, მან პასუხი გასცაკითხას, თუ რას გულისხმობს „ერთი ქალაქი-ერთი უნივერსიტეტის პრინციპი“, რაც შეეხება რამდენიმე სასწავლების არჩევას, ისევ შესაძლებელი იქნება.  

„შეეძლებათ სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვა სპეციალობების შემოხაზვა, ასევე სამართლის ან ეკონომიკის მიმართულებით შეეძლებათ კერძო უნივერსიტეტებში ნებისმიერი ადგილის შემოხაზვა, მათ შორის ქუთაისში არსებული უნივერსიტეტების შემოხაზვაც. 2 დღეა სპეკულაციებია, თითქოს ჩვენ გარკვეული ტიპის შეზღუდვებს ვითვალისწინებთ, ნორმატიულ აქტებში მსგავსი ტიპის ცვლილება გათვალისწინებული არ არის“, - განაცხადა გაბისონიამ.

 

ავტორი: