„შეზღუდვა უსაფრთხოების გამო დაწესდა“ - რა სამუშაოებვი მიმდიონარეობს გელათის ტაძარში
გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ვიზიტორებისთვის დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, პირველი კომენტარი გაკეთდა.
ტაძრის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მამა კირიონმა ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა.
მამა კირიონის თქმით, მიმდინარეობს დროებით გადახურვის სამუშაოები. მისივე ინფორმაციით, გერმანული კომპანიის მიერ სპეციალურად შეიქმნა მასალები და სამუშაოებსაც გერმანელი სპეციალისტი განახორციელებენ, რომლებიც ტაძარში უახლოეს დღეებში ჩამოვლენ.
გადახურვის პარალელურად, დაიწყება შიდა სამუშაოები. უცხოელები და ქართველი სპეციალისტები მოზაიკის და მხატვრობის მომდევნო სარეაბილიტაციო ეტაპს დაიწყებენ. სასულიერო პირმა ასევე ისაუბრა, ტაძარში ვიზიტორებისთვის დაწესებულ შეზღუდვაზე. მისი განმარტებით, შეზღუდვა უსაფრთხოების გამო დაწესდა, რომ მოხდებს მძიმე ტექნიკის უსაფრთხო გადაადგილება.
"უკვე დაწყებულია დროებითი გადახურვის სამუშაოები. ეს არის გერმანული კომპანია “ლეიერის” შესრულებული მასალები, მხოლოდ გელათის ტაძრისთვის და გელათის კონსტრუქციისთვის მორგებული და მოხდება ტაძრის დრიებითი ერთიანი გადახურვა. სამუშაოებს შეასრულებს გერმანული კომპანია “ქვადრექსი”. სამუშაო გაგრძელდება 6 კვირის განმავლობაში, ჩვენ აღებული გვაქვს 45 დღე. შეიძლება უამინდობა ან რამე მოხდეს და 3 დღე დავამატეთ. თქვენ, ალბათ, ნახეთ, შემოსასვლელში ბანერი, რომ 2 ივლისიდან 15 აგვისტომდე იკეტება მონასტერი. ეს განხორცელდა მომლოცველების და მნახველების უსაფრთხოების მიზნით, რადგან გერმანულმა კომპანიამ გამოგზავნა წერილი და გვთხოვეს, რომ თუ ამ კუთხით არ იქნება უსაფრთხოება და არ დაიკეტება მონასტერი, მაშინ ისინი ამ სამუშაოებს ვერ შეასრულებრნ. ამიტომ ეს ყველაფერი ხორციელდება არა ჩვენი ახირების, არამედ მოქალაქეების უსაფრთხოების გამო. კონსტრუქციის ფასი და ღირებულება არის იმაში, რომ დალაგებულია სპეციალური ბეტონის ფილები, რომლებიც ჩამოისხა რუსთავში, რომელზეც დაეყრდნობა მთელი ეს ერთიანი დროებითი გადახურვის კონსტრუქცია. ეს კონსტრუქცია ტაძრის სტრუქტურას საერთოდ არ ეხება და ამით არის უნიკალური ეს კონსტრუქცია"-განაცხადა მამა კირიონმა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 33.62%
გაუარესდა - 53.45%
არ შეცვლილა - 12.93%
სულ - 116 ხმა