|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეზღუდვები, რომლებიც 15 თებერვლიდან იხსნება

15 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით:

- ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება);

- კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ - გარდა შაბათ-კვირისა;

- მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.

- V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ტერიტორიაზე პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება.

სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მიმართავს ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ რეჟიმში, თუ მთლიანად სკოლა.

შეგახსენებთ, დიდ ქალაქებში საკლასო ოთახებში სწავლების პროცესი გასული წლის მარტიდან არ განახლებულა.

ავტორი: ნიუპრესი