შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გელა გელაძე დაინიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გელა გელაძე დაინიშნა. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისთვის დიდი პატივია ამ პოსტის ჩაბარება.
„ჩემთვის დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო შსს-ს, ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შსს-ს თანამშრომლებთან ერთად, ვემსახურო ჩვენ ქვეყანასა და ხალხს. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე, მადლობა მინდა, გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან დიდი პატივისცემით მინდა, მივმართო ბატონ ვახტანგ გომელაურს. მან ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბოლო წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში. ჩემთვის დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო ამ უწყებას და ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვემსახურო ჩვენ ქვეყანას და ჩვენს ხალხს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ბატონო პრემიერო, გამოცხადებული ნდობისთვის“, – აღნიშნა გელაძემ.
ავტორი: