|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შინაური ცხოველების შესახებ კანონპროექტს პარლამენტი ივნისში დაამტკიცებს

შინაური ცხოველების შესახებ კანონპროექტის მთავარი მიზანი შინაური ცხოველის, ძაღლისა და კატის მიკვლევადობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება იქნება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  კანონპროექტის მიღება ივნისში მოხდება, ხოლო მისი ამოქმედება ეტაპობრივად განხორეციელდება. 

„კანონპროექტის მთავარი მიზანია ხელი შევუწყოთ ცნობიერების ამაღლებას იმ ძალიან მავნე პრაქტიკაზე, რასაც ძაღლების ქუჩაში გაყრა და შემდგომ გამრავლება ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოში არსებობს სტერილიზაცია-კასტრაციის მასშტაბური პროგრამა, რომელიც უნდა გაძლიერდეს ამ პროექტის თანახმად, ეტაპობრივად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 80 მილიონ ლარზე მეტი უნდა იყოს გამოყოფილი ყველა მუნიციპალიტეტისთვის. ქუჩაში გაგდებული და უკონტროლოდ გამრავლებული ძაღლების რაოდენობა მნიშვნელოვნად ასწრებს სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამას. შესაბამისად, კანონის მიხედვით, რომლის რეგისტრაციის ვალდებულებაც დასრულდება 2025 წლის პირველ ივლისს, ამ ვადის შემდგომ ყველა ის დაწესებულება, სადაც ძაღლი მოხვდება ცხოვრების ციკლის განმავლობაში, ეს იქნება ვეტ-კლინიკა, საშენი, თავშესაფარი, სასტუმრო და ა.შ. ვალდებული იქნება გადაამოწმოს ძაღლის რეგისტრაცია, რაც გააადვილებს შემდგომ იმ ადამიანის მიკვლევას, რომელმაც ძაღლი ქუჩაში გააგდო. ასევე, ძალიან მკაცრად გაკონტროლდება ძაღლის გამრავლების უფლება. ჩვენ, მეპატრონეები უნდა შევეჩვიოთ, რომ თუ არ ვაპირებთ ლეგალურად ძაღლის გამრავლებას ისე, რომ მოხდეს ლეკვების ან კნუტების რეგისტრაცია, ჩვენ ჩვენს ცხოველს უნდა გავუკეთოთ კასტრაცია-სტერილიზაცია“, - აღნიშნა ბითაძემ.

 შეგახსენებთ, კანონპროექტის თანახმად, კორპუსებში 3 ცხოველ;ზე მერტის ყოლა მზხოლოდ მეზობლების თანხმობის პირობებში იქნება შესაძლებელი. 

ავტორი: ნიუპრესი