|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის" მუშაობას გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები გაეცნენ

შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიას" ქუთაისში სამუშაო ვიზიტით მყოფი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სტამბულის ინოვაციების ჰაბის გუნდის წარმომადგენელი, იერა ჩანგი და UNDP თბილისის ოფისის პროექტების მენეჯერი, თინათინ ტყეშელაშვილი სტუმრობდნენ.
 
 სტუმრები გაეცვნენ ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის სპეციფიკას, ახალი, ევრო-5 კლასის ავტობუსების ტექნიკურ შესაძლებლობებს, კომპანიის მხრიდან მგზავრებისათვის შეთავაზებულ სერვისებსა და ინოვაციებს, ქალაქში ციფრული ტაბლოების დანიშნულებას.
 
 მხარეებმა ისაუბრეს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობის შესახებ, სატრანსპორტო კომპანიის ბაზაზე განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური სისტემების ექსპერიმენტულ გამოყენებაზე,
ჭკვიანი სენსორული მაჩვენებლების დანერგვაზე, რაც ხელს შეუწყობს რესურსების გონივრულად მართვასა და ურბანული გამოწვევების მარტივად გადაჭრას, რაც მეტად მოქნილსა და კომფორტულს გახდის მოქალაქეთათვის სერვისების მიწოდებას.
 ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ადგილობრივი პარტნიორების, გაეროს განვითარების პროგრამისა და საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერით, მუშაობს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტრანსფორმაციის პორტფელზე, ქუთაისის ეკოსმარტ ქალაქად გარდაქმნისთვის.
 სტუმრები დაინტერესდნენ კომპანიის ადმინისტრაციის მუშაობის სპეციფიკით და გამოთქვეს სრული მზადყოფნა მომავალი ურთიერთთანამშრომლობისათვის.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა