|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შრომის უსაფრთხოების მიზნით ტყიბულში „საქნახშირის“ თანამშრომლების გადამზადება დაიწყო

ტყიბულში შახტში მომხდარი უბედური შემთხვევების შემდეგ  „საქნახშირში“ თანამშრომლების გადამზადების პროგრამა დაიწყო.

პროგრამის მიზანია, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების მიმართულებით, რათა მეტად იყოს უზრუნველყოფილი სამუშაოების უსაფრთხოდ, წესების სრული დაცვით წარმოება.

კომპანიის ინფორმაციით, გადამზადება ჩაუტარდებათ მოპოვების, მზადების, აფეთქებისა და სარემონტო სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს, ასევე შრომის უსაფრთხოების ინსპექტორებს.

სწავლების მიმდინარეობისას, კომპანია თანამშრომლებს სწავლისთვის და გამოცდებისთვის აუცილებელი მასალებით უზრუნველყოფს.

გადამზადების დასრულების შემდეგ, თანამშრომლების ცოდნა გამოცდის მეშვეობით შემოწმდება.

პროგრამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-საკვლევო საპროექტო ცენტრის "სამთო გეოლოგ პროექტი" ხელმძღვანელის და ამავე უნივერსიტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორის, გელა მაჩაიძის ხელმძღვანელობით ხორციელდება.

გადამზადების პროგრამა კომპანია რამდენიმე დღის წინ დაანონსა. მიზეზი 30 იანვარს შახტში მომხდარი უბედური შემთხვევა გახდა, რა დროსაც პირველადი შესწვალით, ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა