შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ედუარდ შ. ხობში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 4 შეკვრად დაფასოებული 80,26295 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 15,5231 გრ ჰეროინს შეიცავს. ასევე ამოღებულია მეტადონის შემცველი 5 აბი. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ედუარდ შ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკების, მარიხუანის და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა


17:22
16:31
14:20
12:16
















