|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის წესი იცვლება

"საარჩევნო კოდექსსა" და "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილია ცვლილებები, რომლის მიხედვით იცვლება საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის უფლებამოსილების ცნობის საკითხი. 

ხელისუფლება ამ ცვლილების მიღების საჭიროების წინაშე ბათუმის მოვლენებმა დააყენა.   ცვლილებების პროექტი ინიცირებისათვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

აღნიშნულის შემდეგ საკრებულოში  შუალედური არჩევნების შედეგად გამარკვებული წევრი უფლებამოსილების ცნობას კოლეგების თანხმობა აღარ დაჭირდება და ის  გამოკლებული წევრის ადგილს ცესკოს მიერ შუალედური არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან, მე-11 დღიდან დაიკავებს.

პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები უმრავლესობიდან: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, ბათუმში  "ნაციონალური მოძრაობის" წევრი,  მაჟორიტარი დეპუტატის გარდაცვალების შემდეგ ჩატარებული შუალედური  არჩევნების შედეგად გამარჯვებული პირის უფლებამოსილების ცნობა ოპოზიციის მიერ საკრებულოს ბოიკოტირების გამო ვერ ხდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა