|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შუალედურ არჩევნებზე ელექტრონულ ტექნოლოგიებს საპილოტე რეჟიმში გამოიყენებენ

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იგეგმება.

ცესკოს ცნობით,  2023 წლის აპრილში გასამართ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე იგეგმება ტექნოლოგიების გამოყენებით საპილოტე პროექტის განხორციელება.

"აღნიშნული მოითხოვს მასშტაბურ სამუშაოს, რომელიც მოიცავს ინსტიტუციის მხრიდან სათანადო სტრატეგიულ დაგეგმარებასა და აღსრულებას. მათ შორის საარჩევნო მოხელეების და ჩართული მხარეების სწავლებას, ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის წარმოებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

 

სტრატეგიული დაგეგმარების პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი. ახალმა გამოწვევებმა ცხადი გახადა უწყების საქმიანობაში რამდენიმე მიმართულების გაძლიერების აუცილებლობა. მათ შორის, სტრატეგიული დაგეგმარების, სტრატეგიული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების და შრომის უსაფრთხოების მიმართულებებით. ასევე გამოიკვეთა სწავლების მონიტორინგის და სერტიფიცირების კომპონენტის გაძლიერების საჭიროება.

 

ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ელექტრონული სერვისებისა და ტექნოლოგიების განვითარება. შესაბამისი სერვისების განვითარებამ აჩვენა, რომ გარკვეული ფუნქციების განხორციელება აღარ არის რელევანტური. არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით პრიორიტეტული გახდა სხვა მიმართულებების გაძლიერება", - აცხადებს ცესკო.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა