|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შუამავლების გარეშე საკუთარ მომხმარებელთან"- მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა ქუთაისში

ქალი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქციის გამოფენა გაიმართა ქუთაისში, მონპლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე.

გამოფენაში მონაწილეობა 10-მდე მეწარმე ქალმა მიიღო. მათ ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები, ჩანთები, ასევე ტანსაცმელი წარმოადგინეს.

"გამოვიყენე ეს შანსი, რომ ჩემი ნაწარმი მომხმარებლისათვის გამეცნო. ვაწარმოებ ტყავის ჩანთებს. მაქვს საკუთარი სახელოსნო, რომელიც  პროექტის "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში მიღებული დაფინანსებით მოვაწყვე"-განაცხადა გამოფენის  ერთ-ერთმა მონაწილემ  სალომე ლომთაძემ. მისი თქმით, წარმატების მიღწევისათვის ყველა შესაძლებლობის გამოყენების მომხრეა.

გამოფენა ქუთაისის ამერიკული კუთხისა  და საქართველოს სკაუტების თანამშრომლობით მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში  მოეწყო. 

"პროექტის ძირითად კომპონენტს საგანმანათლებლო მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც გულისხმობს  ბიზნესადმინისტირების, მენეჯმენტის, მარკენტინგის და ფინანსური საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ტრენინგების გზით, შემაჯამებელ ღონისძიებად მოვაწყვეთ გამოფენა. ჩვენს სახელმწიფოში ჯერჯერობით არ არის მომხმარებელსა და უშუალოდ მწარმოებელს შორის ურთიერთობის კულტურა. ამ გამოფენის მიზანიც ესაა, რომ მეწარმეებმა  შუამავლების გარეშე იურთიერთონ საკუთარ მომხმარებელთან", - განაცხადა გამოფენის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ქრისტინე მაღლაკელიძემ. 

 

  

ავტორი: ირინა მაკარიძე