|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„შვილს მიკლავენ", - დაპირისპირება ხონელიძის კლინიკაში

მაური და დაპირისპირება იყო ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში. 26 წლის პაციენტი მშობლები და ახლობლები ექიმების დასჯას და კლინიკის დახურვას მოითხოვენ. ისინი ექიმის კაბინეტში შევარდნენ.
ახლობლების თქმით, სოფო ხინგავას საკეისრო კვეთის შემდეგ, კიდევ ერთი ოპერაცია კლინიკაში ისე გაუკეთეს, რომ ახლობლებს არ შეატყობინებს. შემდეგ მდგომარეობა დამძიმდა, პაციენტი გადაიყვანეს დიაგნოსტიკურ ცენტრში და იქ უგონო მდგომარეობაში იმყოფება.   
 
"ჩემი შვილს ძალით მიკლავენ, მას სასიკვდილო არაფერი სჭირდა. გვეუბნებიან, კვდებაო. 4 ოპერაცია გაუკეთეს დათო ხინგავას გამო... მეხუთე ოპერაცია სჭირდებაო. ჩემი შვილი მიატოვეს უყურადღებოდ, საკეისროს მერე, ექიმი წავიდა მეორე საკეისროზე, ჩემს შვილს ვურეკავ, აიღო ტელეფონი და „დედა, მაღებინებს, ცუდად ვარო“. დავალაპარაკე ვინმე-მეთქი, არავინ არაა დედა აქ, ვინ დაგალაპარაკოო. თურმე შიგნით სისხლდენა მიმდინარეობდა, ექიმები და ექთნები ქვევით ქეიფობდნენ იმ დღეს..." - ამბობს ახალგაზრდა გოგოს დედა.
 
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი