"სისტემატურად ვწმინდავთ სანიაღვრე სისტემებს" - ქუთაისის მერია
სისტემატურად ვწმინდავთ ჩვენ სანიაღვრე სისტემებს- აცხადებს ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი. მისი თქმით, მოვაჭრეები, რომლებიც მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზარალდენ, მომხდარზე თავად არიან პასუხისმგებლები.
ქუთაისში 28 აგვისტოს ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქუთაისის ქუჩები. წყალი ჩავიდა საცხოვრებელი სახლის სარდაფებში და სავაჭრო ობიექტებში.
ცენტრალურ ქუჩებზე დაგროვებული წყლის ნაკადი მიწისქვეშა გადასავლელში ჩავიდა, სადაც სავაჭრო ცენტრია განთავსებული. მოვაჭრეები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ. მათი თქმით, სანიაღვრე სისტემა არ იწმინდება, რის გამოც წყალს ვერ ატარებს.
"ქუთაისში გუშინ მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა მიწისქვეშა გადასასვლელი. რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული, ჩვენ დავეხმარეთ ამ ორგანიზაციას. ტუმბო ქონდა დაზიანებული და მე პირადად ვიყავი ჩართული, ამოვტუმბეთ წყალი, შემდეგ გარემონტდა ეს ტუმბო და ჩვეულებრივად მუშობდა. ეს არის კერძო ორგანიოზაცია, მეპატრონე ვალდებულია, მოუაროს თვითონ მის ფართს. ამ ფართში არის ასევე კანალიზაციის პრობლემა. მე გავიარე კონსულტაციები წყალკანალთან. წყალკანალმა მრავალჯერ შესთავაზა მათ დახმარება, თუმცა არ ისურვეს რამდენიმე დღით შეეწყვიტათ რეალიზაცია. აქედან გამომდინარე, წყალკანალიც უძლური იყო იქ რამე გაეკეთებინა", -განაცხადა ბექა ყურაშვილმა.
მისი თქმით, ქალაქის ქუჩებში სისტემატიურად იწმინდება სანიაღვრეები, თუმცა წელიწადში 2-3-ჯერ ხდება, რომ სანიაღვრე სისტემა ფიზიკურად ვერ ატარებს მოსულ ნალექს.
ყურაშვილის თქმით, ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მომდევნო წლისათვის არის დაგეგმილი. "ვეცდებით, რომ დიდი სანიაღვრე სისტემა ჩავდოთ"-აღნიშნა ყურაშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი