სიტყვა - სავალდებულო აღარ გამოყენება - რა ცვლილებები შედის თავდაცვის კოდექსში?
რას ითვალისწინებს ახალი „თავდაცვის კოდექსი“ ახალი კოდექსი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განმარტა.
ვლადიმერ ჩაჩიბაიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხმარებიდან ამოდის სიტყვა - სავალდებულო, რაც კოდექსის სულისკვეთებას უსვამს ხაზს.
„შემუშავებული პროექტით მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დარჩება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და ინოვაციურია ასევე სამხედრო სამსახურის გავლის ახალი მოდელი, რომელიც გულისხმობს 6-8-11 თვიან სამსახურს.
უნიკალური შანსი მიეცემათ სტუდენტებს, რომ აკადემიურ ხარისხთან ერთად მიიღონ სამხედრო წოდება - „რიგითი“, „სერჟანტი“ ან „ლეიტენანტი“.
წვევამდელთა სამსახური ბმაში იქნება რეზერვის სისტემასთან. შედეგად კი 10 წლის პერსპექტივაში საქართველოს ეყოლება 100 000-მდე ბრძოლის უნარიანი და მომზადებული რეზერვისტი.
კოდექსით განისაზღვრება მოხალისეთა სტატუსი და მათი მოვალეობა. შეიქმნება რეკრუტების ცენტრები საქართველოს მასშტაბით. თავდაცვის სამინისტრო სრულად აიღებს პასუხისმგებლობას რეკრუტირებაზე და მობილიზაციაზე. ასევე განისაზღვრება თავდაცვის ძალების მეთაურის დანიშვნის წესი და უფლებამოსილება. ეს არის ისტორიული მომენტი და ახალი კოდექსი საქართველოს ძლიერი თავდაცვის განვითარების ქვაკუთხედია“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
ავტორი: ნიუპრესი