|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სკუტერი - თანამედროვე ტრანსპორტი

ელექტრო სკუტერი მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოიგონეს, როცა მსოფლიო მასშტაბით ადამიანებმა დაიწყეს ფიქრი შეექმნათ მოტორიზებული, პერსონალური ტრანსპორტი გადაადგილებისთვის.

პირველი მოტორიზებული სკუტერი აღჭურვილი იყო ბენზინის ძრავით, 1990-იან წლებში კი, ელემენტის ტექნოლოგიებში მიღწევებმა და ლითიუმ-იონური ბატარეეების გამოგონებამ ელექტრო სკუტერები უფრო სიცოცხლისუნარიანი გახადა. შესაბამისად, დღეს, კომპანიები ქმნიან უფრო პრაქტიკულ და საიმედო მოდელებს.

ელექტრო სკუტერები, ეკოლოგიური თვალსაზრისით, საუკეთესო ალტერნატივაა მოკლე დისტანციებზე გადასაადგილებლად, რაც ამცირებს ურბანულ გადატვირთულობას და დაბინძურებას.

 

თანამედროვე სკუტერი ერთნაირად პოპულარულია როგორც ზრდასრულებში, ისე ბავშვებში და ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ხელმისაწვდომია.

ბაზარზე სკუტერების ძალიან დიდი მრავალფეროვნებაა. შეგიძლია იყიდო ისეთი საყოველთაო ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა: Xiaomi, Segway, Mondo, Miqilong, Lorelli და სხვა.

როგორ უნდა შეარჩიო სკუტერი

სკუტერის ყიდვა ონლაინ მარტივია, მთავარია ზუსტად იცოდე რა დანიშნულებით აპირებ მის გამოყენებას

პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციო სკუტერის მაქსიმალური დატვირთვაა. ეს დაგეხმარება, რომ მარტივად მოძებნო შენთვის შესაფერისი მოდელი.

  • კარგი სკუტერი უნდა იყოს მტკიცე კონსტრუქციის და ჰქონდეს ხარისხიანი ბორბლები. ეს ხელს უწყობს ქალაქში გლუვ და უსაფრთხო გადაადგილებას.
  • თუ სკუტერის შეძენას გართობისა და მხიარული თავგადასავლებისთვის აპირებ, შეარჩიე მოდელი მსუბუქი, დასაკეცი კონსტრუქციით, ეს დაგეხმარება მის მარტივად გადაადგილებაში.
  • სპორტული მიზნებისთვის, აირჩიე მყარი ჩარჩოს მქონე სკუტერი, მაქსიმალურად, მოწინავე ფუნქციებით.
  • ყურადღება  მიაქციე სკუტერის მასალას. ყველაზე გამძლე მასალად მიიჩნევა ალუმინი ან რკინანარევი პლასტმასი.
  • დარწმუნდი, რომ სკუტერს აქვს სიმაღლეში რეგულირებადი, ეგრონომიული სახელური, კომფორტული ტარებისთვის. ასევე, უკანა მუხრუჭები, ხელის მუხრუჭები ან ორივე ერთად.

Სკუტერები სიმარტივით, პორტატულობით და ეფექტურობით გახდა ტრანსპორტის პოპულარული საშუალება სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც.

ამ ტრანსპორტის მიმზიდველობა მდგომარეობს გამოყენების სიმარტივეში, საჭიროებს მინიმალურ მოვლასა და გარემოსაც არ აბინძურებს - ხელს უწყობს საცობებისა და ნახშირბადის ემისიების შემცირებას. გარდა ამისა, ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღ წესსაც.

სკუტერების დიდი მრავალფეროვნება ექსტრაზე

ექსტრაზე, სკუტერების ძალიან დიდი მრავალფეროვნებაა, ნებისმიერი ასაკისთვის ადამიანისთვის. შეგიძლია, ექსტრას ვებგვერდზე შეარჩიო შენთვის საინტერესო მოდელი. ექსტრაზე ისარგებლებ ადგილზე მიწოდების სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია, რადგან მოწყობილობის ხელით ტარება არ მოგიწევს.

ავტორი: ნიუპრესი