|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები მოქალაქეები ქუთაისის მერიამ სასტუმროში გადაიყვანა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებულ სოციალურ საცხოვრისში შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სრულად განახლდება შენობის სახურავი, შეკეთდება შიდა ნაწილიც, რაც წვიმამ დააზიანა. საცხოვრისში მცხოვრები მოქალაქეები ქუთაისის მერიამ დროებით სასტუმროში გადაიყვანა.

ამავდროულად, ადგილობრივი თვითმმართველობა მათთვის არჩევს ბინებს, სადაც 12 ოჯახი იქამდე იცხოვრებს , სანამ საცხოვრისის რეაბილიტაცია არ დასრულდება. თითოეული ოჯახის ბინის ქირისთვის მერიამ 500 ლარი განსაზღვრა.

სოციალურ საცხოვრისში სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე ოჯახები თავიანთ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნდებიან.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა