|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალური შემწეობის მიმღები პირებისთვის დასაქმების პროგრამა იწყება

1-ელი მარტიდან სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა იწყება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით,  არსებული სოციალური პოლიტიკა, შრომისუნარიან, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უმოქმედობისკენ უბიძგებს, ნაცვლად ამისა, ისინი უნდა ჩაერთონ ეკონომიკურ პროცესში. 

პრემიერის განცხადებით,  საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამა სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისათვის, დასავლური გამოცდილების მიხედვით შეიქმნა. 

ამ სტატუსით ისარგებლებენ 18 წელს ზემოთ მყოფი სოციალურად დაუცველი პირები. 

ამასთან,  საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. 

"600 ათასი სოციალური დაუცველი მოქალაქიდან, 200 ათასამდე და მეტი შრომისუნარიანია. ისინი არიან აბსოლუტურად დემოტივირებულები იმისა, რომ დასაქმდნენ ლეგალურად. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ მოხუცებს, ბავშვებს, შშმ პირებს, ყველას, ვისაც ეს სჭირდება, მაგრამ შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ დასაქმება, ამოქმედება, საკუთარი თავის რეალიზება. თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ შრომისუნარიანი მოქალაქე, ვისაც ეს შეუძლია ჩაერთოს ეკონომიკურ პროცესში.

ამ მიზნით, ჩვენ ამ პროცესს, დავიწყებთ 1-ელი მარტიდან და ვიწყებთ შრომისუნარიან, სოციალური შემწეობის მიმღებ პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამას,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა