|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოდიანი წყალი - ლევან რატიანის რჩევა კოვიდინფიცირებულებისათვის

“პირველ რიგში უნდა დავიტვირთოთ სითხით, რადგან ვირუსს ახასიათებს ჭარბი ოფლიანობა, შესაბამისად, სითხის დაკარგვის შემთხვევაში ადამიანი განიცდის სითხის დეფიციტს. რომ არ წავიდეს პათოლოგიური პროცესი უნდა მივიღოთ ბევრი სითხე”, –  განაცხადა  საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან  რატიანმა “ფეისბუქზე” ლაივჩართვისას 
 
მისივე თქმით, გარდა ბევრი სითხის მიღებისა, აუცილებელია პაციენტებმა ტუტე გარემოს შესაქმნელად ყოველ ორ საათში პირის ღრუში სოდიანი წყალი გამოივლონ.
 
“როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, კორონავირუსის გავრცელებას ხელს უშლის ტუტე გარემო, ამიტომ ვივლებთ ყოველ ორ საათში სოდიან წყალს”, – განაცხადა რატიანმა.
 
როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, პაციენტებისთვის გაზიანი მინერალური წყლის, მაგალითად, “ბორჯომის” მიღებაც სასარგებლოა.

რატიანის თქმით, პაციენტმა სიცხის დამწევი იმ შემთხვევაში უნდა მიიღოს, თუ ტემპერატურა აღემატება 38 გრადუსს.  ანტიბიოტიკის მიღება კი მხოლოდ გართულების შემთხვევაშია დასდაშვები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უფრო მეტად საზიანოა ჯანმრთელობისათვის. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა