|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოფელ ფერსათში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ინფო ბაღდათი ავრცელებს და წერს, რომ სახლში მყოფი კაცი თვითმხილველმა გადაარჩინა.

 

„შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა, ხანძრის დროს სახლში შუახნის მამაკაცი იმყოფებოდა.   ადგილობრივი სოფლის გამგებელმა ლევან ჯაბიძემ მანქანით გადაადგილებისას შენიშნა, რომ სახლს ცეცხლი ეკიდა.  მან გააჩერა მანქანა და დასახმარებლად მივიდა, ადგილზე მისულს  ცეცხლმოდებულ სახლში მამაკაცი დახვდა,  მან მოასწრო მისი გამოყვანა და გადარჩენა“- წერს ინფო ბაღდათი. 
ხანძრის გამომწვევ მიზეზად სავარაუდოდ ძველი ელექტრო გაყვანილობა სახელდება.

ავტორი: