|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოფელ გელათში აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობდა, აქტივისტებს ფიზიკურად და სიტყვიერად რამდენიმე პირი დაუპირისპირდა. 

ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ ძალადობის მსხვერპლი გახდნენ ქალებიც. თავდამსხმელები მათთვის ტელეფონების წართმევასა და მობილური აპარატურის დაზიანებას ცდილობდნენ. რამდენიმე მომიტინგეს ღიად ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით.

 აქტივისტების თქმით, მათ „ტუტუშკები“ „ქართული ოცნებიდან“ მიუგზავნეს. ადგილზე გამოჩნდა პოლიციაც რომელიც შორიდან ადევნებდა თვალს ინციდენტს და ტელეფონით იღებდა. 

შემთხვევის შემდეგ რამდენიმე აქტივისტი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

აქტივისტების თქმით, მათ იციან თავდამსხმელის სახელიც, ის არის ირაკლი ნიშნიანიძე. მათივე თმით, ის პოლიციას გამოკითხვაზე არ მიუყვანია. 

ავტორი: ნიუპრესი