სოფელ გუბში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. არაებული ინფორმაციით, გარდაცვლილები თანასოფლელები იყვნენ.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ავტომობილით ხეს შეეჯახნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი:
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 77.78%
არა - 22.22%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა