|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოფელ ითხვისში სახლები ინგრევა, 12 სახლი სრულად დაინგრა

სოფელ ითხვისში სახლები ინგრევა. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელში 12 სახლი სრულად დაინგრა ნაწილი კი დაზიანებულია.

სოფელში მიწას ბზარები გაუჩნდა. მოსახლეობა იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა და მხოლოდ ნივთების ნაწილის გატანა მოახერხეს.

მოსახლეობა მიწის მასის ჩავარდნას მიწის ქვეშ მარგანეცის მოპოვებას უკავშირებს. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ამ სოფელშიც მადნის არასწორად მოპოვება მიმდინარეობს. 

ადგილობროვები პრობლემაზე ამ დრომდეც საუბრობდნენ და სპეციალისტების მიერ ადგილის შესწავლას მოითხოვდნენ.

"სიცოცოხლისთვის საშიში მდგომარეობაა, თითქმოს ყველაფერი ინგრევა, სახლები მიწაში ვარდება. იძულებული ვართ, დავტოვოთ და წავიდეთ. ღამე ვერ ვიძინებთ, გაიიყვანეს ბავშვები და მოხუცები. დროებით ფართს მოვძებნით. მთავრობა გვპირდება, რომ დაგვეხმარებიან. მაგრამ ცხოველები და ფრინველებიც გვყავს და მათ რა მოვუხერხოთ?"-აცხადებს ეკატერინე ღუღუნიშვილი.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა