ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ონჭევთან ხანძარია
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭევის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. სოფელ ონჭევში მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ონის მერიის ინფორმაციით, გასულ საღამოს მოხდა ხანძრის კერების ლოკალიზება. ადგილზე არსებული ძლიერი ქარის გამო დღეს გამთენიისას გაჩნდა ახალი კერები სოფელ წოლის მიმდებარედ.
განახლდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია 45 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის გავრცელების არეალი პირველადი შეფასებით დაახლოებით 4 ჰექტარზე მეტია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა