სოფელ ჭოგნარში მიკროავტობუსი 30 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო მიკროავტობუსი 30 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.
თვითმხილეველების ინფორმაციით, მიკროავტობუსში მძღოლი მარტო იმყოფებოდა, რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებები არ მიუღია.
"მიკროავტობუსი დაახლეობით 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. საბედნიეროდ, ტრანსპორტში მყოფი ერთადერთი პირს, მძღოლს არანაირი დაზიანებები არ მიუღია. ავტომანქანა სავარაუდოდ, სწრაფად არ გადავარდნილა, ჩაგორდა და მძღოლმა საკუთარი თავის კონტროლი მოახერხა,"-აცხადებს თვითმხილეველი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა